რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

ადმინისტრატორი

VIP
SPAR Georgia
  • დამსაქმებელი: SPAR Georgia
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 204-ჯერ
  • "SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: თბილისი: (დიღმის მასივი; ალ. ყაზბეგის ქ; ვაჟა ფშაველა; კოსტავა; ფანასკერტელი; ინგოროყვა; წინამძღვრიშვილი; ჩიტაია; თამარ მეფის გამზ; ჭყონდიდელის ქ; მელიქიშვილის გამზ.)

    ასაკი: შეზღუდული არ არის (აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი).
    სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (ცვლებში).
    ანაზღაურება: 850-950 ლარი + ბონუსი.
    კომპანიაში გარდა ფიქსირებული სახელფასო სისტემისა, ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა, ასევე კომპანიაში დანერგილია შიდა თანამდებობრივი ზრდის პრაქტიკა, კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, განვითარების შესაძლებლობას.

    მოვალეობები:

    ** სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
    ** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
    ** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
    ** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
    ** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
    ** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
    ** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
    ** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
    ** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** სასურველია უმაღლესი განათლება;
    ** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა.

    უნარები:

    ** მართვის და ორგანიზების უნარი;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
    ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** შედეგზე ორიენტირებულობა.

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: tsiklaurinato35@gmail.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი".

    მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

    ავტორი