რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

კონსულტანტი

VIP
მიჰაუსი
  • დამსაქმებელი: მიჰაუსი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 231-ჯერ
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე:

    სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
    ანაზღაურება: 850 ლარი + კონკურენტული ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1000 - 1300 ლარი)
    გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა- კვირაში 40 სამუშაო საათი

    ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

    ** მომხმარებლისგან ინფორმაციის მიღება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ;
    ** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება;
    ** კლიენტისგან მიღებული შეკვეთის გაცემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
    ** დარბაზში განთავსებული პროდუქციის ეტაპობრივი აღწერა, ჰიპერმარკეტის პროდუქციით შევსება, პროდუქციის შეკვეთასთან დაკავშირებით მენეჯერის ინფორმირება;
    ** სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება;
    ** ნაშთების რაოდენობებისა და ვადების კონტროლი.

    ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

    ** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
    ** მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება - ძალიან სასიამოვნო იქნება;
    ** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, გამოგვადგება.

    პიროვნული თვისებები და უნარ- ჩვევები:

    ** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა;
    ** აქტიურობა და სისწრაფე;
    ** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
    ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
    ** განვითარებაზე კონცენტრირებულობა.

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევას;
    ** Fit-pass-ს.

    თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

    ** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
    ** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
    ** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
    ** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

    დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2023 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ავტორი