რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

კონსულტანტი

VIP
ზუმერი
  • დამსაქმებელი: ზუმერი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: ბათუმი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 145-ჯერ
  • კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში კონსულტანტის პოზიციაზე.

    სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
    სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (დასვენების ორი დღის შეთანხმება შესაძლებელია)
    ანაზღაურება: თვეში, ჯამში 1200 -1800 ლარი (ხელზე ასაღები);

    ჩვენ გთავაზობთ:

    ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
    ** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
    ** მზარდ ანაზღაურებას;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

    ძირითადი მოთხოვნები:

    ** ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, ჩვენ გასწავლით;
    ** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
    ** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
    ** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
    ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
    ** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
    ** გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის.

    დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად: "კონსულტანტი ბათუმში".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

    ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

    წარმატებას გისურვებთ!

    ავტორი