რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

ტანსაცმლისა და კოსმეტიკის სექციის კონსულტანტი

VIP
ნავნე
  • დამსაქმებელი: ნავნე
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 132-ჯერ
  • კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

    კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ტანსაცმლისა და კოსმეტიკის სექციის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
    გრაფიკი: სრული განაკვეთი (8 საათი), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
    ანაზღაურება: 700-800 ლარი + საბონუსე სისტემა.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
    ** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
    ** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
    ** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
    ** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

    პიროვნული თვისებები და უნარები:

    ** კომუნიკაბელურობა;
    ** ორგანიზებულობა;
    ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    ** პუნქტუალურობა;
    ** გუნდური მუშაობა;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

    ავტორი