რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - საღამოს ცვლა

VIP
imart.ge
  • დამსაქმებელი: imart.ge
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 201-ჯერ
  • კომპანიის შესახებ:

    "აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** ვებგვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსული ლიდების დამუშავება;
    ** მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
    ** მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია
    ** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას
    ** გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა

    საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება, სტუდენტი
    ** ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
    ** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
    ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
    ** MS Office პროგრამების ცოდნა; (MS Word, MS Excel)
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
    ** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** ინიციატივიანობა და მოწესრიგებულობა;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** ანალიტიკური აზროვნების უნარი
    ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და კონცენტრაციის უნარი

    სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

    ** ორშაბათი-ხუთშაბათი 18:00-დან 23:59-მდე, პარასკევი ან ხუთშაბათი დასვენება 1 დღე (შეთანხმებით), შაბათი და კვირა: 18:00-დან 24:00-მდე
    ** სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
    ** მუშაობთ სახლიდან, ასევე შეგიძლიათ ოფისიდანაც
    ** კომპანიაში, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, გექნებათ განვითარებისა და მაღალ პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობა
    ** კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და მასტერკლასებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში
    ** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ 800-1300 ლარის შუალედი)

    თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: career@imart.ge

    სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი - საღამოს ცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი