რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

კონტენტ მენეჯერი

VIP
imart.ge
  • დამსაქმებელი: imart.ge
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 200-ჯერ
  • კომპანიის შესახებ:

    "აიმარტი" ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარებელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია. მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს, ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

    რა იქნება შენი მოვალეობები?

    ** საიტზე პროდუქტის მახასიათებლების, სურათების, დასახელებების, ანოტაციების დამუშავება და ატვირთვა;
    ** პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებული კონტენტის შემოწმება, კონტროლი, განახლება;
    ** საიტზე ინფორმაციის (პროდუქტების, აღწერების, ფილტრების) სწორი განლაგება;
    ** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
    ** პრაის ლისტის დამუშავება და ანალიზი;
    ** საჭიროების შემთხვევაში კორპორატიულ მომწოდებლებთან შეხვედრა და სამომავლო ურთიერთობისთვის სტრატეგიის შემუშავება.

    ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    ** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    ** წერის, თარგმნისა და კონტენტის შექმნის უნარი;
    ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
    ** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
    ** შემოქმედებითობის მაღალი დონე;
    ** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** Microsoft Office (Excel, Word, PPT) საშუალო დონეზე ცოდნა.

    სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

    ** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება
    ** ანაზღაურება: ფიქსირებული 480 ლარი + ყოველთვიური ბონუსი (500-600 ლარი)
    ** სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
    ** კომპანიაში, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, გექნებათ განვითარებისა და მაღალ პოზიციებზე გადასვლის შესაძლებლობა
    ** კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და კურსებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში

    გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გადმოგვიგზავნეთ ელფოტაზე career@imart.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონტენტ მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი