რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

კონსულტანტი

VIP
დრესაპ ჯგუფი
  • დამსაქმებელი: დრესაპ ჯგუფი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: ბათუმი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 128-ჯერ
  • "დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

    კომპანია წარმოდგენილია 60-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - https://dressup.ge

    "დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

    ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

    ** მაღალი ანაზღაურება;
    ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
    ** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
    ** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
    ** 3 თვის მუშაობის თავზე ერთჯერადი ბონუსი 1500 ლარი;
    ** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
    ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
    ** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
    ** "ფიტპასის" მომსახურება.

    სამუშაო პირობები:

    ** ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300-1500 ლარი;
    ** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
    ** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
    ** სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი.

    ფუნქციები და მოვალეობები:

    ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
    ** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
    ** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
    ** პროდუქციის გაყიდვა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

    ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
    ** ორგანიზებულობა;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** კეთილსინდისიერება.

    კანდიდატთა შერჩევა:

    გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@dressup.ge 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - ბათუმი".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი