რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

მაღაზიის მენეჯერი

VIP
დრესაპ ჯგუფი
  • დამსაქმებელი: დრესაპ ჯგუფი
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: ბათუმი
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 117-ჯერ
  • "დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

    კომპანია წარმოდგენილია 60-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - https://dressup.ge

    "დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

    ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

    ** მაღალი ანაზღაურება;
    ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
    ** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
    ** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
    ** 3 თვის მუშაობის თავზე ერთჯერადი ბონუსი 2500 ლარი;
    ** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
    ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
    ** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
    ** "ფიტპასის" მომსახურება.

    სამუშაო პირობები:

    ** ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1800-2200 ლარი;
    ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
    ** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
    ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

    ფუნქციები და მოვალეობები:

    ** კომპანია "დრესაპ ჯგუფის" მაღაზიის გუნდის მართვა;
    ** მაღაზიის ადმინისტრაციული და ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა;
    ** თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
    ** თანამშრომლებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ინსტრუქციის შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
    ** აქტიური გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების მოდელების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი;
    ** მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
    ** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
    ** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;
    ** პრობლემური სიტუაციების მართვა (როგორც თანამშრომლებს, ასევე - მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის).

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
    ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    ** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით);
    ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
    ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

    უნარ-ჩვევები:

    ** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
    ** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
    ** ორგანიზებულობა;
    ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    ** კეთილსინდისიერება.

    კანდიდატთა შერჩევა

    გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@dressup.ge 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი".

    დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

    გისურვებთ წარმატებას!

    ავტორი