რეკლამა
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )

გარე გაყიდვების მენეჯერი, ექსპორტის მენეჯერი

VIP
  • დამსაქმებელი: Blue Waters
  • კატეგორია: აირჩიეთ
  • მდებარეობა: აირჩიეთ
  • სამუშაოს ტიპი: აირჩიეთ
  • სამუშაო გრაფიკი: აირჩიეთ
  • ნანახია: 160-ჯერ
  • "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

    კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge

    იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

    პოზიცია: გარე გაყიდვების მენეჯერი

    რას გთავაზობთ:

    ** ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი- 2000 ლარი)
    ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე)
    ** შიდა სასწავლო სისტემა
    ** სატელეფონო ლიმიტი
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა

    სამუშაოს აღწერა:

    ** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
    ** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
    ** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
    ** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
    ** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
    ** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
    ** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
    ** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;

    მოთხოვნები:

    ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით
    ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
    ** პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
    ** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)

    სამუშაო განრიგი:

    ** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
    ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

    გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/kUBnNhUtpCs9fu8G8

    პოზიცია: ექსპორტის მენეჯერი

    რას გთავაზობთ:

    ** ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი)
    ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
    ** შიდა სასწავლო სისტემა
    ** სატელეფონო ლიმიტი
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა

    სამუშაოს აღწერა:

    ** ახალი პარტნიორების/დილერების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე, პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება ;
    ** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
    ** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
    ** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
    ** გაყიდვების/ექსპორტის გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
    ** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;

    მოთხოვნები:

    ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი ექსპორტის მენეჯერად /გაყიდვების მიმართულებით
    ** აუცილებელია ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა
    ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
    ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

    სამუშაო განრიგი:

    ** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
    ** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

    გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/5ooEEhrkP6V6zvpp7

    აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

    ავტორი